|
2020-03-09 13:47:46, 1870 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე იყო საუბარი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ის, რაც მოხდა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაზე, ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. მისი თქმით, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები საზოგადოებას ატყუებენ, მათ შორის გიორგი ვაშაძე. „რეალურად, ის, რაც მოხდა შეხვედრაზე არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები და საბედნიეროდ, ყველა არ არის ასეთი, ტყუილს ამბობენ საზოგადოების წინაშე, ესაა რეალობა. ამბობენ ისეთ რამეს, რაც საერთოდ არ გაჟღერებულა. მაგალითად, თქვენ მოისმინეთ გიორგი ვაშაძის კომენტარი, რომელიც ამბობდა კონკრეტულ რამეს, ეს ადამიანი მანამდეც შეიმჩნეოდა ტყუილებში, ახლაც თქვა ტყუილი, ზოგადად ის ხშირად იტყუება, ეს არის მისი სტილი და ამ შემთხვევაშიც, მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან გამოძიების შეწყვეტაზე და ა.შ იყო საუბარი. ეს იყო არც ინტერპრეტაცია, არც არაფერი, ეს იყო უბრალოდ ტყუილი. მას ახასიათებს სამწუხაროდ ტყუილები, ვერ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის სიმართლე“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)