17:11 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 13:17:13, 1642 ნახვა

საზოგადოება
ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

 

ბარათაშვილის ქუჩაზე, ხვალიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. აღნიშნულ ქუჩაზე 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაციაა გამოყოფილი, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება  ფასიანი იქნება (1 საათი - 1 ლარი). 

ზონალური პარკინგის ადგილებზე ავტომობილის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, სატრანსპორტო საშუალება 15 წუთით უფასოდ (სხვადასხვა ლოკაციაზე დღეში ოთხჯერ) გააჩერონ. ასევე, გამოყოფილია უფასო ადგილები ტაქსის მძღოლებისთვის და შშმ პირთათვის. იმ პირებს კი, რომელთაც ზონალური პარკირების არეალში უძრავი ქონება გააჩნიათ, 100 მეტრის რადიუსში, ორ ავტომობილზე უფასო პარკირებით ისარგებლებენ.

რაც შეეხება პარკინგის საშვს, მისი შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებში, ასევე, თბილისის პარკინგის ვებგვერდზე (www.parking.tbilisi.gov.ge) და ყველა ტიპის სმარტფონიდან, მობილური აპლიკაციების საშუალებით არის შესაძლებელი. პარკირების საფასურის გადახდა ელექტრომობილების მფლობელებზე არ ვრცელდება და მათთვის აღნიშნული სერვისი უფასოა.

მოსახლეობის ინფორმირებისთვის ზონალური პარკინგის არეალში განთავსებულია საინფორმაციო ჯიხური, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ზონალური პარკინგის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიიღონ, ხოლო უძრავი ქონების მესაკუთრეებს შეეძლებათ, უფასო პარკირებისთვის სისტემაში საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ უკვე მოქმედებს. ზონალური პარკირებისთვის ბარათაშვილის ქუჩის ჩათვლით, სულ 478 ადგილით 56 ლოკაციაა გამოყოფილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics