20:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 11:36:21, 2878 ნახვა

რეგიონი
ამბროლაურში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული

ამბროლაურში, სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-ამდე მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური სპეც ტექნიკის საშუალებით აქრობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს. ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics