|
2020-03-08 12:51:42, 1912 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას კორონავირუსთან საბრძოლველად რეკომენდაციებით მიმართავს
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკის მატებასა და სისტემის ეფექტიანი მართვის აუცილებლობაზე საუბრობს. "კორონავირუსის ქვეყნის ტეროტორიაზე გადაცემის დაფიქსირების შემდეგ, ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკი მომატებულია. ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ჯანდაცვის სისტემის მიერ შემთხვევათა, განსაკუთრებით კი, მძიმე შემთხვევათა, ეფექტურ მართვას. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს სწორი და გააზრებული ქმედებები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ვერ ვხედავთ. ჰოსპიტალური სექტორის მზაობა იქნება საკვანძო, რომ მძიმე შემთხვევებში ფატალური დასასრულის ალბათობა მაქსიმალურად შევამციროთ. შესაძლო შემთხვევათა სწარფი მატების გამო, საფიქრალია დიაგნოსტიკური სიმძლავრეების გაზრდაზეც. ლუგარის ლაბორატორიისადმი ჩვენი სრული ნდობისა და ამ ლაბორატორიის განსაკუთრებული სიმძლავრეების მიუხედავად, სხვა ცენტრებს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კვალიფიკაცია არსებობს, ჯანადაცვის სამინისტრომ არ უნდა შეუქმნას ბიუროკრატიული წინაღობა, რომ შესაბამისი რეაქტივები ჩამოიტანონ და ტესტები ატარონ. ასეთმა ლაბორატორიებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ინფორმაცია ღიად და გამჭვირვალედ, ონლაინ-რეჟიმში უნდა მიაწოდონ." - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ზურაბ ჭიაბერაშვილი უწყებას 3 რეკომენდაციას აძლევს და აცხადებს, რომ აუცილებელია, ჰოსპიტალური სექტორი იყოს მზად ნებისმიერი სცენარისთვის. "16 მარტამდე შეჩერებულია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ ქვე-პროგრამები, და მუნიციპალიტეტების „სოციალური და ჯანდაცვის აუტიზმის პროგრამები“, სადაც პროგრამებში ჩართული ბავშვები შესაბამის სერვისს იღებენ. კორონავირუსთან დაკვშირებული საფრთხე შესაძლოა თვეების მანძილზე გაგრძელდეს, ამ სერვისებს კი უსასრულოდ ვერ გავაჩერებთ. ამიტომ, საჭიროა ჯანდაცვის სამინიტრომ ამგვარ პროგრამებთან მიმართებაში სპეციალური გეგმა და რეკომენდაციები შეიმუშაოს და, რაც მთავარია, დამატებითი დაფინანსება გამოყოს, რომ ცენტრებმა რეკომენდაციების სრულფასოვანი შესრულება შეძლონ. მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ ცენტრებს ჩაუტარებს, მშობლებიც დაესწრონ, რაც გასატარებელი ღონისძიებებისადმი მათ ნდობას აამაღლებს. ჯანდაცვის სამინისტრომ დეტალური რეკომენდაციები უნდა გაწეროს სამინისტროს და ასევე მუნიციპალიტეტების მიერ მართული/დაფინანსებული პროგრამების ყველა ბენეფიციარისათვის, რათა ეს პროგრამები შეუფერხებლად გაგრძელდეს. ჯერჯერობით სამინისტროსგან ამგვარ პროაქტიულ მოქმედებას ვერ ვხედავთ და მოვუწოდებთ, მხედველობაში მიიღონ ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები." აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)