17:12 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 15:52:46, 2315 ნახვა

საზოგადოება
„თავისუფალი დემოკრატები“ „აჭარის ტელევიზიაზე“ - ხელისუფლება ერევა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში და მაქსიმალურად ზღუდავს თავისუფალ აზრს

"თავისუფალი დემოკრატები" ყოველთვის ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას "თავისუფალი დემოკრატები" ავრცელებენ. 

მათი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმიდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ერევა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში და მაქსიმალურად ზღუდავს თავისუფალ აზრს.

"რეპრესიული მანქანა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აამოქმედა. ხელისუფლებას სურს, რომ მედიაში არ ან ნაკლებად ისმოდეს კრიტიკული აზრი და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

თანამშრომელთა გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და ამის წარმოჩენა ე.წ. რეფორმად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ებრძვის არა მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ, პროფესიონალ ინდივიდებს, არამედ, ინსტიტუციებსაც. დეინსტიტუციონალიზაცია არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების "რუსული ოცნება" და მისი - ივანიშვილის მიზანია, საქართველოს რუსულ სივრცეში დაბრუნება.

,,თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვუჭერთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, მათ შორის, უპირველესად, სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულებს.

ჩვენ არ გვჯერა, რომ კონკრეტული მენეჯერები შეცვლიან გადაწყვეტილებებს, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელია კრიტიკული აზრი, თავისუფალი სიტყვა და დამოუკიდებელი მედია", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, გუშინ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მთავარი სიანფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics