14:45 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 18:48:47, 4502 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - დღეს ტურისტული ინდუსტრია ძალიან დიდი დამსაქმებელია და ჩვენი მშპ-ის 8%-ს ქმნის

„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ინდუსტრია კარგად გრძნობდეს თავს, რადგან დღეს ის არის ძალიან დიდი დამსაქმებელი და ჩვენი მშპ-ის 8%-ს ქმნის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავამ დღეს გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევებს და მათი დარეგულირების საკითხებზე ტურიზმის სექტორთან ერთად იმსჯელა. მინისტრის თქმით, ეს „იყო ძალიან კარგი, ძალიან საქმიანი, ძალიან გულახდილი და ზომიერი ოპტიმიზმით გამსჭვალული შეხვედრა".

ამასთან,  როგორც მან აღნიშნა, ორივე მხარე ჯერდება იმაზე, რომ ეს არის დროებითი გამოწვევა, რომელიც უახლოეს ორ, მაქსიმუმ სამ თვეში გადაილახება.

მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისეთი საკითხები დაისვა, რომლებიც სერიოზულ მსჯელობას საჭიროებს, მათ შორის სხვა კერძო ბიზნესებთან.

„მთლიანად ხელისუფლებისთვის, ეკონომიკის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ინდუსტრია კარგად გრძნობდეს თავს, რადგან დღეს ის არის ძალიან დიდი დამსაქმებელი და ჩვენი მშპ-ის 8%-ს ქმნის. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ უამრავ ადამიანს ასაქმებს, განსაკუთრებით რეგიონებში, მცირე სასტუმროებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიმსჯელებთ, თუ რით დავეხმაროთ ამ ინდუსტრიას. ზოგიერთი ისეთი საკითხი დაისვა,  რომელიც არ მოიცავს მარტო ხელისუფლებას, არამედ სხვა კერძო ბიზნესებთან, მათ შორის  - ბანკებთან, ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიებთან მსჯელობას საჭიროებს. და აქ ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხებზე მხოლოდ სახელმწიფოს და ხელისუფლების შიგნით ვიმსჯელოთ. უნდა გავითვალისწინოთ იმ ინდუსტრიების ინტერესებიც  და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ პირობა დავდეთ, რომ ეს იქნება ოპტიმალური  დრო და გვექნება საკმაოდ სწრაფი გამოხმაურება, თუ რა შეგვიძლია ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics