17:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 18:28:40, 3553 ნახვა

კომენტარი
თურნავა - უზრუნველვყოფთ იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას, ვისაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჰქონდა

„უზრუნველვყოფთ იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას, ვისაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჰქონდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია უკვე შედგა „ვიზეართან" და „რაინეართნ" და მათი მხრიდან რაიმე სახის მოთხოვნა ამ ეტაპზე არ წამოსულა.

„ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება იმისგან, რა პრაქტიკაც დღესდღეობით მსოფლიოშია. რა თქმა უნდა, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ვინაიდან იტალია არის მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნად მიჩნეული ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობთ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას ავიაკომპანიებიც გაგებით მოეკიდებიან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა.  ნათია თურნავამ სექტორთან კორონა ვირუსის ფონზე არსებული გამოწვევები და მათი დარეგულირების საკითხი განიხილა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics