16:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 16:42:24, 1429 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყველა ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ყველა ობიექტზე სპეციალური სითხეებით, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს, სადეზინფექციო სამუშაოების პროცესი ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში განხორციელდა. სადეზინფექციო სითხეებით მუშავდება ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე დამუშავების პროცესს ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

შესაბამის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics