|
2020-03-06 11:59:30, 3094 ნახვა
სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებულ სამ პირს, ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება უფორმდება
20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ბუდაღაშვილს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ცოტნე სოსელიას ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ. სამივე მათგანს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ედებათ. დაკავებულები ბრალს აღიარებენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ. რაც შეეხება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მეოთხე პირს, ბესიკ თამლიანს, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, რის გამოც მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)