16:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 11:34:31, 907 ნახვა

საზოგადოება
ჭელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. მათ შორის გზის მოწყობა ჭელიძის ქუჩაზე ხორციელდება.

სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - შალვა ოგბაიძესთან და გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გზების მოწესრიგება. გლდანის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა შეემატება. ადგილობრივი მცხოვრებლები კი, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი ასფალტისსაფარიანი გზით ისარგებლებენ”, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, 100 531 ლარი არის გათვალისწინებული.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics