16:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 11:22:07, 1026 ნახვა

საზოგადოება
საჩხერის საკარანტინო ზონიდან პაციენტებს დღეს გაწერენ

საჩხერის საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტები ბინაზე დღეს გაეწერებიან.

როგორც საჩხერის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მაია ხელაძე აცხადებს, სასტუმროში 25 მოქალაქე იმყოფება, რომელთაგან 24 ბინაზე გაეწერება, ერთი კი კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩება.

„დღეისათვის არის 24 ადამიანი, რომელიც დატოვებს ჩვენს სასტუმროს. მთელი ამ ხნის მანძილზე, მათი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, რაიმე საეჭვო სიმპტომატიკა არც ერთს არ გაჰყოლია. ერთი მივიღეთ ახალი, რომელიც იტალიიდან არის ჩამოსული და ის დარჩება საკარანტინო ზონაში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაიმე საეჭვო სიმპტომატიკა არ აღენისნება. ვირუსიანებთან კონტაქტს თავად უარყოფს“, - განაცხადა მაია ხელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics