15:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 01:09:19, 1785 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მ.შ-ი ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებები

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი მოვალეობის შემსრულებელი სოციალურ ქსელებში LGBT- თემის მიმართ ჰომოფობიური შინაარსის გზავნილებით გამოირჩევა. ასევე ის სექსისტური გზავნილების ავტორიცაა.- ინფორმაციას ტელეკომპანია 25-ე არხი ავრცელებს.

გიორგი ამბაზაძე სექსუალური უმცირესობი მიმართ სიძულვილის ენას იყენებს და თემის დისკრედიტაციას ცდილობს. აბაზაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არც სექსისტური შინაარსის პოსტებს ერიდება.

როგორ შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი LGBT- თემის გაშუქებისას ბალანსის დაცვას? ვკითხეთ მაუწყებლის დირექტორის მოადგილეს. ვახო ხუზმიაშვილი სიძლვილის ენას და ჰომოფობიას ემიჯნება, თუმცა ფაქტზე რეაგირების მოხდენას არ აპირებს.

„თუ ვინმეს სექსუალური ორიენტაციის გამო, რაიმე სახით შეურაცხყოფას აყენებენ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. როგორ შეიძლება ჰომოფობები მომწონდეს, მაგრამ კოლეგის შემფასებლად ვერ გამოვდგები“ - ამბობს ვახო ხუზმიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

გიორგი აბაზაძე TV25.GE-ს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობს .

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში ვკითხულობთ, მაუწყებლის თანამშრომელი ვალდებულია:  სამართლიანად გავაშუქოთ ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებთან დაკავშირებული თემები.



 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics