23:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 13:26:48, 1153 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლის გამოძიებას რუსეთისგან ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას თხოვნით მიმართა, აღიძრას საქმე ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შესახებ, რუსული მედია „რამბლერი“ იუწყება.

ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოში, ინსულტზე ჰქონდათ ეჭვი.

მოგვიანებით, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბში განაცხადეს, რომ ასლან ბჟანია 22 მარტს დაგეგმილ ე.წ არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს და შტაბი არჩევნების გადადების საკითხს დააყენებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics