11:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 18:34:54, 1498 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნაზე - ვერ ვხედავ, რომ გიორგის რაიმე საფრთხე ემუქრება

„ვერ ვხედავ, რომ გიორგის საფრთხე ემუქრებოდეს, გარკვეული პერიოდი გავა და ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით ისეთივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოსკლი აღნიშნავს, რომ როგორც კი მარგველაშვილი განაცხადებს და დაასაბუთებს, რომ დაცვა კვლავ სჭირდება, კანონი ითვალისწინებს, რომ მას დაცვა აღუდგეს.

„მას გარკვეული პერიოდი ჰყავდა დაცვა და როგორც კი გააცხადებს და დაასაბუთებს, რომ დაცვა კვლავ სჭირდება, კანონი ითვალისწინებს, რომ მას დაცვა აღუდგება და არა მარტო გიორგი მარგველაშვილს, ნებისმიერ ადამიანს ვისაც მიაჩნია, რომ მას რაიმე საფრთხე ემუქრება. ვერ ვხედავ, რომ გიორგის საფრთხე ემუქრებოდეს, გარკვეული პერიოდი გავა და ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით ისეთივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული თუკი, რასაკვირველია კანონის შესაბამისად არ იქნება დასტური იმაზე, რომ რაიმე საფრთხე მართალაც არსებობს " , - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics