|
2020-03-03 12:16:39, 2221 ნახვა
ეკონომიკა
გახარია - უნდა ვიშრომოთ, რათა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს
„უნდა ვიშრომოთ, რათა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად ორი ქვეყნის საგარეო ორიენტაციისა, შეუძლებელია საქართველოსა და სომხეთს შორის იყოს გაუგებრობა. „ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობა 100 წლოვან ისტორიას მოითვლის და ჩვენ, ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური. მადლობა ვიზიტის გამო, რომელიც შედგა ერევანში და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტიც, იქნება კიდევ უფრო ეფექტური, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქლაქეები იყვნენ უფრო განვითარებული ეკონომიკის თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, შევეხეთ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს და დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხარისხობრივ, ახალ დონეზე გადაყვანას. მოგეხსენებათ, საქართველოს მხარემ გაუსვა ხაზი საკითხს, რომ ჩვენს რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ეკონომიკური, ასევე განათლებისა და კულტურის განვითარებისთვის და აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მოქლაქეების გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არის მათი სურვილი, მოქალაქეების გადაწყვეტილება და ქვეყანა ამ მიმართულებით ადგას ურყევ გზას. ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მიუხედავად საგარეო ორიენტაციებისა, შეუძლებელი იყოს რაიმე გაუგებრობა და გაურკვევლობა.და ჩვენ მეგობრულ, კეთილმზეზობლურ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშრომლობას. დემოკრატიზაციის ხარისხი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხელს უწყობს თანამშრომლობას.ჩვენ მივესალმეთ და მივესალმებით სომხეთის აქტიურ თანამშრომლობას, ჩვენთვის ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)