14:21 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 10:45:14, 1061 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით დამუშავდა მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალი და ერთიანი მომსახურების ცენტრის - თბილისის და რუსთავის ფილიალები.

„სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალსა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ფილიალებში. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუსაოები მიმდინარე კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარდება. ასევე გაგრძელდება ყოველდღიური, შიდა სადეზინფექციო ღონისძიებები“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics