11:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-01 19:21:09, 1712 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ქვეყნის მასშტაბით, 41 ადამიანი ინფექციურ დაწესებულებებშია მოთავსებული, 117 პირი კი საკარანტინო სივრცეებში იმყოფება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 41 ადამიანი ინფექციურ დაწესებულებებშია მოთავსებული, 117 პირი კი საკარანტინო სივრცეებში იმყოფება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 85-მა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა და მათი ნაწილი თვითიზოლაციაში ყოფნას განაგრძობს.

„ქვეყნის მასშტაბით, 41 ადამიანი იმყოფება ინფექციურ დაწესებულებებში. იცით თქვენ, რომ აქედან სამი შემთხვევა არის დადასტურებული და გადიან ეს ადამიანები შესაბამისი მკურნალობის კურსს. საკარანტინო დაწესებულებებში არის 117 ადამიანი მოთავსებული, ხოლო 85-მა ადამიანმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, გაიარა კვლევები. თუმცა ამ 85-დან გარკვეული რაოდენობის ადამიანს აქვს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიცემული. თვითიზოლაციის რეკომენდაცია გულისხმობს ასევე იმას, რომ შესაბამისი სამსახურები, ეპიდემიოლოგიური და დაავადებათა კონტროლის შესაბამისი სამსახურები ახდენენ მუდმივ მონიტორინგს მათ საცხოვრისთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის დაცული იზოლაციის პირობები“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics