|
2020-03-01 16:05:04, 1795 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ ღვინო, რომლითაც მრევლი ეზიარება ანტისეპტიკია
კორონავირუსის გავრცელების პერიოდში კოვზით ზიარების საკითხი -ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ ღვინო, რომლითაც მრევლი ეზიარება ანტისეპტიკია. სასულიერო პირი მოქალაქეებს ურჩევს, რომ სახლში ნაკურთხი წყალი მოაპკურონ. "ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. უბრალოდ ღვინოში რომ ჩააწოთ, როგორც სპირტში რომ ჩააწოთ, როგორ ხდება დეზინფექცია? ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვაპკუროთ სახლში. ამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურტხევა, გააკეთა და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ. შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებენ. მართმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოში ასევე აცხადებენ, რომ გადაამოწმეს რუმინეთის ეკლესიაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გაიცა, რაც არ დადასტურდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)