|
2020-03-01 16:00:34, 1693 ნახვა
საზოგადოება
მიტრიპოლიტი გრიგოლი - საინფექციო დაწესებულებაში მყოფი ადამიანების ზიარებისას შეიძლება ერთჯერადი კოვზები გამოყენება
ჭყონდიდის მიტროპოლიტი გრიგოლი მთავარ არხთან აცხადებს,, რომ საინფექციო დაწესებულებაში მყოფი ადამიანების ზიარებისას შეიძლება ერთჯერადი კოვზები გამოყენება. ამ ეტაპისთვის ის ვერ ხედავს ერთჯერადი კოვზების გამოყენების აუცილებლობას ტაძრებში. "ჩვენთან ჯერ არა რის პანდემია და ჯერჯერობით, როგორც ექიმი ვამბობ, პრობლემაა არაა, რომ ეზიარონ, როგორც არის", — განაცხადა მეუფე გრიგოლმა. საინფექციო დაწესებულებაში შესვლისას კი მეუფე გრიგოლი აღნიშნავს, რომ ექიმთან შეთანხმებით რეკომენდაციები უნდა დაიცვან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ. შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებენ. მართმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოში ასევე აცხადებენ, რომ გადაამოწმეს რუმინეთის ეკლესიაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გაიცა, რაც არ დადასტურდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)