|
2020-03-01 15:31:04, 1773 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საზღვრებზე ქვეყანაში შემოსული მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში მოწმდებიან - ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ. - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, მესაზღვრეს აქვს წინასწარი ინფორმაცია ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის გადაადგილების შესახებ, გარდა ამისა,მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე ადგილზეც ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდება ადგილზე მყოფი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დამატებით, შესაბამის რეაგირებას ახდენენ. ასევე აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი მონაცემების გადაცემა სხვა დანაყოფებისთვის არ ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)