11:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 18:17:33, 2428 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“, თბილისის მერიის დავალებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი უსაფრთხოების ზომების გატარებას იწყებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ავრცელებს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსების საკითხზე რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

„იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება უწევს 300 000-ზე მეტ მომხმარებელს, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფექცირებული ტრანსპორტით. კომპანია თბილისის მიკროავტობუსი აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსება. „თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნიკური დეპარტამენტის მიერ მიკროავტობუსები დეზინფექციის აუცილებელ პროცედურას უახლოეს პერიოდში დაიწყებს ისე, რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics