|
2015-08-02 14:33:29, 1526 ნახვა
კომენტარი
სუბარი: მღებრიშვილმა ძალიან წარმატებული კვალი დატოვა, კახიშვილს კი, არაადამიანური რეჟიმის წინააღდეგ მებრძოლად იცნობენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. სუბარის შეფასებით, გიორგი მღებრიშვილმა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის დროს, ძალიან წარმატებული კვალი დატოვა. "გოგა მღებრიშვილს ძალიან დიდი ხნის ბიოგრაფია აქვს, მაგრამ მათ შორის ბოლო პერიოდში ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იყო. იყო გუბერნატორი, სადაც ძალიან წარმატებული კვალი დატოვა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ სფეროში, სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან წარმატებული რეფორმები ჩაატარა",-განაცხადა სოზარ სუბარმა. რაც შეეხება კახა კახიშვილის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად გადაყვანის გადაწყვეტილებას, სუბარი ამ ფაქტს მიესალმება და ამბობს, რომ კახიშვილი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების თავდაუზოგავი დამცველი იყო. "კახიშვილს კარგად იცნობს საზოგადოება, როგორც უფლებადამცველს, თავდაუზოგავ მებრძოლს არაადამიანური რეჟიმის წინააღდეგ და ბოლო პერიოდში ის იყო გოგა მღებრიშვილის თანაგუნდელი და იმ რეფორმების თანამონაწილე",-აღნიშნა სოზარ სუბარმა "რუსთავი2"-თან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)