|
2020-02-28 14:19:58, 8093 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებული ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობდა და ის საქართველოს მოქალაქეა. მისივე ცნობით, პაციენტი საზღვარზე გადმოსვლისას თავს კარგად გრძნობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ გაუარესდა და თავად მიმართა სამედიცინო ცენტრს. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ დაწყებულია იმ ადამიანების ძებნა, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა. „საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინ ღამით გავიგეთ ამის შესახებ, მაგრამ ჩვენ არ გავაკეთეთ ეს განცხადება, რადგან ჩვენ დღეს კიდევ ორ სხვა კორონავირუსის გენზე გავაკეთეთ კვლევა და ერთი საათის წინ დადასტურდა, რომ დადებითი შემთხვევაა კორონავირუსის. წყაროს წარმოადგენს იტალია. ის საქართველოს მოქალაქეა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილია. მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)