|
2020-02-28 10:09:05, 2702 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ აცნობა. მათი ინფორმაციით, დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)