|
2020-02-27 14:09:20, 1091 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე - ინფექციური საავადმყოფოდან 16 პაციენტი აბასთუმანში გადავიყვანეთ
დღეს დილით თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან ის 16 ადამიანი გადაიყვანეს აბასთუმნის საავადმყოფოში, ვისაც კორონავირუსი არ დაუდგინდა. როგორც დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ამ ადამიანებს დაზღვევის მიზნით 14 დღის განმავლობაში კარანტინში მოუწევთ ყოფნა. „ჩინეთიდან ჩამოსული პირველი ჯგუფი, გასულ კვირას ჩვენ მოვათავსეთ ორკვირიან კარანტინში საჩხერის სამედიინო ცენტრის სასტუმრო განყოფილებაში. ჯამში 34 ადამიანი, აქედან დღეს სამი ადამიანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ოღონდ შესაბამისი პირობების დაცვით. წინასწარ ეს პირობები შესწავლილი იქნა და შეფასდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური გუნდების მიერ. ეს ყველა ქვეყანაში მიღებული ფორმაა. ისინი 14 დღეს დაყოფენ თვითიზოლაციაში. მეორე საიზოლაციო საავადმყოფო არის აბასთუმანში. იქ ინფექციური საავადმყოფოდან დილით გადაიყვანეს ის 16 ადამიანები,ვისაც გუშინ არ დაუდასტურდა ლაბორატორიულად კორონავირუსი. მაგრამ ისინი 14 დღეს დაყოფენ კარანტინში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)