21:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 13:04:40, 1637 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებამ დღეს ოპოზიციას ახალი პროპორცია - 110/40-ზე შესთავაზა

„ხელისუფლებამ ახალი პროპორცია - 110/40-ზე შემოგვთავაზა, ჩვენ ამას ვერ დავთანხმდებით“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში, ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსთან  ერთად ერთმანეთს ხვდებიან.

ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდის ციფრების განლაგებასთან დაკავშირებით  ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს და მათ შემოთავაზებას არავინ არ ეთანხმება .

 „ხელისუფლებამ ახალი პროპორცია თქვა - 110/40-ზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან შეთანხმება მხოლოდ ორი კომპონენტის შემთხვევაში იქნება - პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა და რაც მთავარია, პროპორციული მისწრაფების მაქსიმალურად გათვალისწინება. ეს არის ის, რომ 40%-ზე  ნაკლები მხარდაჭერა ვისაც აქვს, მას არ შეეძლოს დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირება. 110/40-ზე პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ ტესტს არ გადის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით. თუმცა, საუბრობენ რაღაც დამატებით კომპონენტებზე, რაზეც მსჯელობა მიდის ახლა. ვნახოთ, დაველოდოთ კიდევ რას იტყვიან. 110/40-ზე, ამ ციფრების განლაგებას არავინ ეთანხმება,მე ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს საუბრის დროს", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩები ესწრებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics