|
2020-02-27 12:20:06, 1158 ნახვა
საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - დღეს დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ და პასუხი დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება
„დღეს დაგვემატა 3 ახალია პაციენტი, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ და პასუხი დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, ინფექციურ საავდმყოფოში სულ 10 პაციენტი იმყოფება. „გუშინ ჩვენს დაწესებულებაში იმყოფებოდა 19 პაციენტი, მათგან 12 გადაყვანილი იქნა აბასთუმანში საკარანტინო სივრცეში. დღეს დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, რომელთა კვლევაც გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიაში. მათი ტესტირებით ვირუსის შედეგი დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება. ინტერესი, რომელიც არის ამ ერთ ინფიცირებულ პაციენტზე, რომელსაც კლინიკური გამოვლინების გარეშე აღენიშნებოდა ვირუსი და მოხდა მისი დეტექცია. ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა ეს დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და შესაძლებელია მიმდინარეობიოს პერიოდის ნებისმიერ დროს მოხდეს მისი დამძიმება. მასთან ერთად მყოფი პირი, რომელიც მოგზაურობდა და მოთავსდა ჩვენს ცენტრში, მასთანაც ანალოგიური სიტუაციაა. გრძელდება მეთვალყურეობა მთელი 14 დღის ანუ ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)