|
2020-02-26 23:26:11, 1466 ნახვა
საზოგადოება
ამ ეტაპზე არ იგეგმება არც სასწავლო პროცესის შეწყვეტა ან საგანგებო მდგომარეობის შემოღება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, ამ ეტაპზე არ იგეგმება არც სასწავლო პროცესის შეწყვეტა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. "პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ირანელი მოქალაქებიისთვის მიმოსვლა და პირიქით საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლა ირანში ორი კვირით შეიზღუდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს. ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტზე დავრჩებით როგორც მოსახლეობასთან, ასევე მედიასთან. საჭიროების შემთხვევაში ამ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით. სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე. პირბადეებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს მომწოდებლებთან და სააფთიაქო ქსელთან. ჩვენ დავეხმარებით მათ შემოიტანონ დამატებითი პირბადეები, რომელიც გაიყიდება ქსელში". — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შევხედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირანში მიმოსვლა 2 კვირით შეიზღუდება, როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)