|
2020-02-26 13:11:15, 962 ნახვა
საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 13 პაციენტი, რომელთა ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც კი არ არის
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 13 პაციენტის პასუხი კორონავირუსთან დაკავშირებით ცნობილი დღეს გახდება. მისი თქმით, არც ერთ პაციენტს, არც A და არც B ტიპის გრიპის ვირუსი არ დაუდასტურდა, გამოირიცხა პნევმონიაც. „დღეს დილით უკვე გვყავს 13 პაციენტი. ყველას ჩაუტარდა კვლევა, ყველა მათგანთან პნევმონია გამოირიცხა. არცერთთან არ დადასტურდა არც A და არც B ტიპის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიული მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება და ყველაფერი ამის შეჯერებით, ამ პაციენტებს ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც კი არ არის. აღებულია ამ ცამეტივე პაციენტზე ტესტი და როგორც იცით, დღის მეორე ნახევარში შედეგები ცნობილი იქნება. ამ ცამეტი პაციენტიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა ცხელება 38.5 გრადუსი და ჰქონდა ყელის ტკივილი. დანარჩენენებს, ყველას მხოლოდ ტემპერატურული რეაქცია ჰქონდათ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)