07:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 16:56:11, 1255 ნახვა

საზოგადოება
თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ შეხვედრა გაიმართა

„ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ გაიმართა.

შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, აკადემიური ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„EU4Environment პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მცირე და საშუალო საწარმოებში ეკოინოვაციებისა და რესურსეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაა. სუფთა წარმოების წახალისება მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გარემოს დაცვის კუთხით. პროგრამის დახმარებით და ჩვენი ექსპერტების აქტიური ჩართულობით, მცირე და საშუალო საწარმოები წარმატებით შეძლებენ რესურსეფექტური და სუფთა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელების შექმნას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე ეკოინოვაციებისა და სუფთა წარმოების (RECP) მიდგომებზე იმსჯელეს, რომელთა საშუალებითაც მცირე და საშუალო ბიზნესი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას შეძლებს. განისაზღვრა ადგილობრივი პარტნიორები (კომპანიები, ინსტიტუტები და ექსპერტები), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ეკოინოვაციებისა და RECP მიდგომების დანერგვის პროექტებში და ინოვაციური ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებაში.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO).

EU4Environment პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას - იმგვარი მართვის და ეკონომიკური განვითარების მექანიზმების დანერგვაში ეხმარება, რომლებიც გარემოზე ზეგავლენის რისკებს შეამცირებს და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას შეუწყობენ ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics