|
2020-02-24 18:02:42, 1766 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საელჩო იტალიაში ლომბარდიასა და ვენეტოს რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით მითითებებს აქვეყნებს
საქართველოს საელჩო იტალიაში ლომბარდიასა და ვენეტოს რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით მითითებებს აქვეყნებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეთა თანამშრომლობა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლოლველად ფუნდამენტურია. „მოქალაქეთა თანამშრომლობა ფუნდამენტურია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლოლველად! ლომბარდიის რეგიონის მითითებები: მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ლომბარდიის რეგიონის კომუნებში (21 თებერვლის განკარგულებაში მითითებული კომუნები), და აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები არ უნდა მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, არამედ უნდა დარეკონ რეგიონის ცხელ ხაზზე 800.89.45.45 ან 112-ზე ან საერთო ინფრომაციის გასაგებად 1500-ზე. დეტალური ინფრომაციის გასაგებად შებრძანდით ლომბარდიის რეგიონის ვებ-გვერდზე! ვენეტოს რეგიონის მითითებები: მოქალაქეებმა, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ მსუბუქ ფორმებში, როგორიცაა სიცხე ან/და ხველა რესპირატორული გართულებების გარეშე, არ უნდა დარეკონ 118-ზე და არ უნდა მიმართონ საავადმყოფოს. უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე - 800.46.23.40. ეჭვისა და ვარაუდის დროს დარეკეთ 1500-ზე, სიმპტომების აღმოჩენისას არ მიმართოთ საავადმყოფოს! დარეკეთ 118-ზე! თვალყური მიადევნეთ რეგიონის სოციალურ ქსელებს https://www.facebook.com/RegionedelVeneto e https://twitter.com/RegioneVeneto დეტალური ინფრომაციის გასაგებად შებრძანდით ვენეტოს რეგიონის ვებ-გვერდზე!“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)