|
2020-02-24 16:02:03, 1850 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი - ელბაქიძეების დევნილი ოჯახი გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში გადავა საცხოვრებლად
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართები, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გაანაწილა. სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში მცხოვრებ ელბაქიძეების დევნილ ოჯახს ესტუმრა და კომისიის გადაწყვეტილება პირადად გააცნო. „ადგილზე მოვინახულე რა პირობებში ცხოვრობს ეს ოჯახი და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს ოჯახი, მალე, გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში გადავა საცხოვრებლად. ჩვენი მიზანია, რომ ელბაქიძეების მსგავსად, თითოეულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. ცხინვალიდან დევნილი ოჯახი 1993 წლიდან, სოფელ მეღვერკისში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. უახლოეს დღეებში, მათ გორში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ კორპუსში, ოროთახიანი ბინა გადაეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)