|
2020-02-24 13:09:57, 865 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სტრასბურგში მაღალი დონის კონფერენციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის ეგიდით გახსნის
27 თებერვალს, ქ. სტრასბურგში გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეჟინოვიჩი ბურიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან ერთად გახსნის. ღონისძიების მიზანია ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ურთიერთკავშირის გამოვლენა ეროვნული პოლიტიკის კონტექსტში. მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ხელს შეუწყობს შეასრულონ ამ სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებები. კონფერენციის დასასრულს მონაწილეები გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხზე დეკლარაციას მიიღებენ. კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. კონფერენციას ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები და მინისტრები დაესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)