|
2020-02-20 15:09:57, 1207 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების EMS-ის კოოპერატივის საბჭოს წევრად აირჩიეს
მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს შტაბბინაში, ბერნში, გაიმართა EMS კოოპერატივის საბჭოს არჩევნები, რომელშიც ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ბრეგვაძე. კოოპერატივის საბჭო შედგება 9 წევრისგან, რომლებსაც ირჩევენ 2 წლის ვადით. EMS კოოპერატივი არის მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანო და აერთიანებს 180-ზე მეტ წევრ ქვეყანას, რომლებიც ერთად მუშაობენ EMS მომსახურების განვითარების და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე EMS კოოპერატივი ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების თანამშრომლობას, რათა მომხმარებლებს გაუწიონ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი საფოსტო სერვისი მთელ მსოფლიოში. მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა 2001 წლიდან არის EMS გაერთიანების წევრი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)