|
2020-02-19 16:37:20, 1681 ნახვა
საზოგადოება
ლომჯარია „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოზე - ვალდებულები არიან აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას მისცენ
„მრჩეველთა საბჭო ვალდებულია, რომ ძალიან კრიტიკულად განიხილოს შემოთავაზებული ცვლილებები, ყველას მისცეს საშუალება გამოხატოს თავისი აზრი“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ლომჯარიას თქმით, „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე საკადრო ცვლილებები ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარებაა. „არაერთი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია საშუალებების მფლობელების თუ მენეჯერების მიმართ დაწყებულ დევნას და ამ ფონზე „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაწყებული პროცესი, კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია, რომ ძალიან კრიტიკულად განიხილოს შემოთავაზებული ცვლილებები, ყველას მისცეს საშუალება გამოხატოს თავისი აზრი და ძალიან კრიტიკულად შეაფასოს წარმოდგენილი ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თუ ორგანიზაციების მხრიდან და ქვეყნაშიც შეფასდება როგორც მცელობა, „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარედაქციო დამოუკიდებლობასი ჩარევის“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისთვის, „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მასშტაბური საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, საინფორმაციო სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატის გაუქმების გეგმავს. დღეს ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტები მოითხოვდნენ დღის წესრიგთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)