04:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 15:32:29, 1434 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში ახალი გზის მოწყობა დასრულდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში მოწყობილი ახალი გზა დაათვალიერა, რომელიც დავითაიას ქუჩას და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე მთისძირის ქუჩას აკავშირებს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აქამდე აღნიშნული გზით სარგებლობა, განსაკუთრებით უამინდობის დროს,  შეუძლებელი იყო.

„სამუშაოები 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  შეუძლებელი იყო ავტომობილით გავლა, განსაკუთრებით უამინდობის დროს. დღეს გვაქვს მთლიანად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, შეიძლება ითქვას  ახალი გზა,  რომლისთვისაც 2 მილიონ 700 ათასი დაიხარჯა.  ამ გზით დავითაიას ქუჩა უკავშირდება მერვე ლეგიონის დასახლებას.  გზა განათებულია ლედსანათებით, გაკეთდა სანიაღვრეები, მოეწყო უსაფრთხოების ჯებირები. ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო პროექტის განსახორციელებლად, გათვალისწინებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები, თვალამრიდები და საყრდენი კედლები, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი.

ახალი გზის პარალელურად, მოეწყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრისკენ და მისი პარკინგისკენ მიმავალი გზა და უჩაკოვის ქუჩის მონაკვეთი. სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ „ბლექ სი ჯგუფი“ აწარმოა.

დასრულებულ სამუშაოებს, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა კაბუჩიძე და თბილსის საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics