|
2020-02-17 17:26:36, 1689 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, იური გუსევს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა იმ სახელმწიფო პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ხორცილდება და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ქვეყანაში მეღვინეობის სექტორის განვითარების საკითხებს. როგორც იური გუსევმა აღინიშნა, ქართულ ღვინოს მსოფლიო ასპარეზზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მეღვინეობის სექტორის განვითარების ქართული გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. საუბარი შეეხო ხორბლის წარმოების და კვების მრეწველობაში გადამმუშავებელი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)