|
2020-02-17 15:50:36, 1349 ნახვა
საზოგადოება
ფრიდონ ფუტკარაძე ამბულატორიების მუშაობას გაეცნო
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს წევრ ზაზა დავითაძესთან და შუახევის სოციალური სერვისების ცენტრის უფროს მერაბ დავითაძესთან ერთად ზამლეთის თემის ამბულატორიაში იმყოფებოდა. ადგილზე გაეცნო ამბულატორიის სამუშაო პირობებს და დაინტერესდა ადგილობრივების მომართვიანობით. ზამლეთის ამბულატორიას ახალი ექიმი ჰყავს, რომელიც რამდენიმე თვეა დაინიშნა და შესაძლებლობის ფარგლებში პაციენტებს დახმარებას ადგილზე უწევს. მაკა ღორჯომელაძის თქმით მოაქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და ძირითად მუშაობა ქრონიკულად დაავადებულ პაციენტებთან უხდება. ,,დიდთოვლობის მიუხედავად ექიმები და ექთნები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და პაციენტებს პირველადი სახის დახმარებას ადგილზე უწევენ. მათ აქვთ სამუშაოსთვის შექმნილი ყველა პირობა. უზრუნველყოფილი არიან მედიკამენტებით, ემსახურებათ ტექნიკურად გამართული მაღალი გამავლობის ნივის მარკის ავტომობილები. ისინი, პაციენტზე დახმარების გასაწევად ფეხითაც გადაადგილდებიან. პირველადი მოხმარების მედიკამენტებს შუახევის სოციალური სერვის ცენტრი ამბულატორიებს თვეში ერთხელ, ხოლო თსპ-ებს კვარტალში ერთხელ გადასცემს “- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. ზამლეთის ამბულატორიის სამუშაო პირობების გაცნობის შემდეგ, ფრიდონ ფუტკარაძე სოციალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. ადგილობრივებს მომსახურებას 12 ამბულატორია და 44 თემის სამედიცინო პუნქტი უწევს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)