|
2020-02-17 11:45:42, 1104 ნახვა
საზოგადოება
„ბიძინას ბოსტანია თუ ზოოპარკია“ - პარლამენტის შენობასთან შეხლა-შემოხლაა
საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. „ბიძინას ბოსტანია თუ ზოოპარკია, განმარტეთ მაინც რატომ არ გვიშვებთ“, - ასე მიმართეს სამოქალაქო აქტივისტებმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პარლამენტთან შეიკრიბნენ და ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მოსალოდნელ დანიშვნას აპროტესტებენ. აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვენ. როგორც თავად აღნიშნავენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, მაგრამ სამართალდამცავები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)