|
2020-02-17 10:48:21, 794 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ქალაქ რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებითვის მართვის გეგმა შემუშავდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამოქალაქო მოძრაობის „ვიგუდებით“ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად, აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების და ცვლილებების განხორციელების მიმართულებით, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპის გარემოსდაცვით პოლიტიკას; შესაბამისად, კომპანიები უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი. ამ მიმართულებით ჩვენ უკომპრომისო მიდგომა გვაქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა პასუხისმგებელი და დაინტერესებული მხარის ჩართულობით საკითხის განხილვა და ხაზი სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობას გაუსვა. შეხვედრაზე, ევროპული პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და სამრეწველო სექტორის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კონტროლის შედეგები. აღინიშნა, რომ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ქალაქ რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)