|
2020-02-15 11:24:07, 1846 ნახვა
საზოგადოება
პატრულ-ინსპექტორებმა რუსთავის N15 საჯარო სკოლის პირველკლასელებს უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, პატრულ-ინსპექტორები ქალაქ რუსთავის N15 საჯარო სკოლას ეწვივნენ და პირველკლასელი მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარეს. სამართალდამცველებმა ბავშვებს ქუჩაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და სკოლასთან მდებარე "ზებრა"-გადასასვლელზე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)