|
2020-02-15 10:30:22, 1141 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალებმა ბორჯომსა და მარნეულში მუშაობა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები ამჯერად ბორჯომსა და მარნეულში განთავსდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და განაცხადების ელექტრონული წესით მიღების ფუნქციით აღჭურვილი მანქანები აღნიშნულ ქალაქებში თითქმის 1 თვის განმავლობაში, 7 მარტამდე დარჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების სამუშაო პროცესს ბორჯომში დაესწრო და მომხმარებელთა შეფასებები მოისმინა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, დროის ნაკლები დანახარჯით, ქალაქიდან გაუსვლელად, ერთი სარკმლის პრინციპით მიიღოს 50-მდე საპოლიციო სერვისი, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება და სხვა. ექსპრესფილიალები კახეთში და იმერეთის რეგიონში უკვე განთავსდა და ეტაპობრივად, მთელ საქართველოს მოიცავს. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი მანქანები იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურება, სადაც მოქალაქეებს ამ დრომდე ე.წ. მე-12 ოთახით სარგებლობა ან საპოლიციო სერვისის მისაღებად სხვა, ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ. ექსპრესფილიალების კონცეფციის რეგიონებში დანერგვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლებისა და სოციალური კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)