23:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 12:53:54, 858 ნახვა

საზოგადოება
ტალინში ღონისძიება - „ქართული სამზარეული: ტრადიციები და ინოვაცია“ გაიმართა

ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ესტონეთში კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით მოღვაწე ჟურნალისტებისათვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასები გაიმართა.

ღონისძიება სახელწოდებით „ქართული სამზარეულო: ტრადიცია და ინოვაცია" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების მხარდაჭერით, ტალინში გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს 5 რეგიონისთვის, აჭარის, რაჭის, გურიის, სამეგრელოს და კახეთისთვის დამახასიათებელი სამზარეულო. მასტერკლასის დასასრულს სტუმრებმა მათი მონაწილეობით მომზადებული კერძები დააგემოვნეს.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მიესალმა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, არჩილ ყარაულაშვილი და ესაუბრა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics