16:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 12:13:15, 1560 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი უგულავას საქმეზე - ევროპარლამენტართა მონაწილეობით შეიქმნება ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც გააკეთებს შესაბამის დასკვნებს

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით შეიქმნება ევროპარლამენტართა მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ამ საქმეს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს.

როგორც ვოლსკიმ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული თემა მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, როდესაც გაკეთდება შესაბამისი კომპეტენტური დასკვნა.

„უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა, შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება  მოჰყვა გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებას და გამოტანილ განაჩენს. ამასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, სტრასბურგში მყოფმა პარტიის გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა მდივანმა, გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემადგენლობით, მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დაასკვნებს გააკეთებს. ეს თემა, უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მხოლოდ მას მერე, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული წინააღმდეგ შემთვევში აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics