|
2020-02-12 16:04:17, 1292 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 2 მილიარდ ლარს აჭარბებს
„საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა მნიშვნელობა 2 მილიარდ ლარს აჭარბებს. წელს 1 ივლისიდან კი დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000-დან 15 000 ლარამდე გაიზრდება" -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელ ოთარ ძიძიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია. „2017 წლამდე, დეპოზიტების შესახებ კანონის მიღებამდე, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო არ არსებობდა. დღეს კი უკვე 2 მილიარდ ლარს აჭარბებს დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტატისტიკურ მონაცემებს და წლების განმავლობაში დეპოზიტების დაზღვევის მზარდ ტრენდს. მთავარი აქცენტი, გაკეთდა დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებზე, მათ შორის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარის გაზრდაზე. ირაკლი კოვზანაძე სააგენტოს, ამჯერადაც პარლამენტიდან სრულ მხარდაჭერას დაპირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)