|
2020-02-12 15:57:06, 1285 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობაზე. ნათია თურნავამ სომეხ კოლეგას გააცნო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმა და სარგებელი, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე წარმოიქმნება მისი ლიბერალიზაციის შემდეგ. მხარეებმა განიხილეს ქვეყნების დამაკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის საკითხიც. ასევე აღინიშნა, რომ სომხეთი ენერგომატარებლებს საქართველოს ტერიტორიის გავლით იღებს, ამდენად, ქვეყნის შეუფერხებელი ენერგომომარაგებაზე უდიდესი გავლენას ახდენს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ნათია თურნავამ სომეხ კოლეგას გააცნო ქვეყნის სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები, მათ შორის, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები რეგიონული სატრანზიტო დერეფნების ერთობლივი განვითარების კუთხით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)