|
2020-02-12 14:32:02, 1417 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკის სამინისტროში მოქმედი პროგრამები და ინსტრუმენტი ფინანსებზე ხელმისწავდომობის გაუმჯობესკებინაა მიმართული
„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქართული ეკონომიკისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს და ჰქონდა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ჩათვლით, არის ის ამოცანა, რომლის გადაჭრაზეც სახელმწიფო საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს ბოლო წლების განმავლობაში. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში მოქმედებს ათამდე სხვადასხვა პროგრამა, სხვადასხვა ინსტრუმენტი როგორც მონეტარული, ასევე სხვა ტიპის, რომელიც მიმართულია როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ, ასევე ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისკენ საქართველოში. „მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ „აწარმოე საქართველოს" სესხების თანადაფინანსების პროგრამას ჰყავს 450-ზე მეტი ბენეფიციარი, 9 ათასზე მეტი ბენეფიციარი გვყავს მცირე გრანტების მიმართულებით. გარდა „აწარმოე საქართველოსი", ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს ძალიან საინტერესო პროგრამებს, მათ შორის გადამზადების და ტრენინგის პროგრამებს, რომელშიც გასულ წელს 2 ათასზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესის ოპერატორმა მიიღო მონაწილეობა სასტუმროების და ზოგადად ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მთელ რიგ პროგრამებს, რომლებიც კონკრეტულად მიმართულია ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო და ყველა მისი დაქვემდებარებული უწყება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ამ პროგრამების ეფექტურობის, მათი მიმდინარეობის მონიტორინგს და შესაბამისად, პროგრამების რედიზაინისა და გაუმჯობესების, ასევე ახალი პროგრამების შემოღების გადაწყვეტილებას იღებს. „გასული წელი ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო. „აწარმოე საქართველოს" და სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მთელი რიგი ინიციატივები განვახორციელეთ პროგრამების შეცვლის მიზნით. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, უკეთესი ტარგეტირება განხორციელდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) და მათი ზეგავლენა სამუშაო ადგილების შექმნაზე და ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)