14:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 00:23:39, 1315 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: პოლიციელის შეურაცხყოფა, სიტყვიერი იქნება ეს თუ ხელით შეხება, ძალიან ცუდი და მიუღებელია

"პოლიციელის შეურაცხყოფა, სიტყვიერი იქნება ეს თუ ხელით შეხება, ძალიან ცუდი და მიუღებელია. მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკოსი იქნება ეს თუ მოქალაქე", - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "SWOT"-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, პირველი, ვინც პოლიციელებს დაიცავს და გვერდში დაუდგება, იქნება თავად.

"არის თემები, როდესაც არ ჩანს, მაგრამ პოლიციელის მიმართ, შეურაცხყოფა გინებაში, მუქარაში ან სხვა რამეში გადადის. კანონი უნდა იყოს ყველასთვის თანასწორი, თანაბარი. დეტალებში შესვლა არ მინდა, თუმცა  ჩემი ინტერვიუ "მთავარმა არხმა" სამწუხაროდ, თავისებური ინტერპრეტაციით გაუშვა და ისე აჩვენა, თითქოს მე პოლიციელს კი არ ვიცავ, პირიქით მოქალაქეებს ვიცავ და ა.შ. პირველი დამცველი პოლიციელების ნამდვილად მე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და უამრავი თემაა, რაც გახმაურებული არ არის - გვერდში დავდგომივარ მათ, დავხმარებივარ და ძალიან ბევრი დარტყმა ჩემ თავზე ამიღია, ეს იციან თანამშრომლებმა, ხელმძღვანელმა პირებმა. მიუღებელია, ძალიან ცუდია პოლიციელის შეურაცხყოფა, ხმამაღალი იქნება ეს თუ ხელით შეხებაზე აღარ ვსაუბრობ. მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკოსი იქნები თუ მოქალაქე. როგორ შეიძლება ეს მოეწონოს ვინმეს, მითუმეტეს შინაგან საქმეთა მინისტრს?"-განაცხადა ვახტან გომელაურმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics