19:51 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 00:18:39, 1692 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური- ქალაქის სამმართველოში მზადდება ფლიგელი, სადაც გამომძიებლები მხოლოდ არასრულწლოვნებზე იმუშავებენ

"ქალაქის სამმართველოში მზადდება ფლიგელი, სადაც გამომძიებლები მარტო არასრულწლოვნებზე იმუშავებენ. პირველი აპრილიდან ვფიქრობთ, რომ გაიხსნება", - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "SWOT ანალიზში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ყველა დასაკითხი ოთახი აღიჭურვება კამერებით.

"ბევრი ახალი პროექტი გაკეთდა ჩვენთან სამინისტროში. იქმნება სპეციალიზებული, საერთაშორისო გამოცდილებით გათვალისწინებული ევროპული სტანდარტის ოთახები.

ოთახები იქნება კამერით აღჭურვილი, რაც ეცნობება იმ კონკრეტულ პირსაც, რომ შემდეგ, რამე პრობლემა არ შეიქმნას. იქ იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც მარტო მოზარდებზე იმუშავებენ და აუცილებლად ფსიქოლოგებიც. თუ მოითხოვს მშობელი დაესწროს ფსიქოლოგიც, გააჩნია წლოვანებას, ის დაესწრება არასრულწლოვნების გამოკითხვას. ეს თემა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და ძალიან კარგი იქნება, რაც ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს. გახსოვთ რა მოხდა, სამწუხაროდ, სირაძის შემთხვევაში, სხვადასხვა გამომძიებელი იჯდა ოთახში და გვიწევს არასრულწლოვანის ასეთ განყოფილებაში მიყვანა, რადგან ცალკე მათთვის გაკეთებული ოთახი არ გვაქვს. ეს პროექტი ბატონი გიორგი გახარიას დროს დაიწყო, როცა  შს მინისტრი იყო. ამას რა თქმა უნდა ვაგრძელებთ და დავამთავრებთ. ეს არასრულწლოვნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics