14:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 17:24:09, 1445 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - არც ერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, საქართველომ უნდა მოიშოროს ჭირი და უბედურება, რომელიც დღეს სჭირს

„არც ერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, ეს არის შინაარსი, იმიტომ რომ, საქართველომ უნდა მოიშოროს ჭირი და უბედურება, რომელსაც დღეს ქვეყანას სჭირს“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჭირს, რომელიც საქართველოს სჭირს, სახელები აქვს და ესენია კობახიძე, კალაძე, ივანიშვილი და სხვები.

„4 აპრილს, 4 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე, ეს იქნება დიდი აქციის თარიღი, სადაც გავაჟღერებთ იმ თანამშრომლობის კონკრეტულ მექანიზმს, რაც გვექნება ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო თვალსაზრისით. მანამდე იქნება, აქციები, პიკეტირებები, რეგიონში გასვლები, ხალხთან მუშაობა, ჩართულობა დიპლომატიურ კორპუსთან საერთაშორისო ასპარეზზე და რაც მთავარია, არც ერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, ეს არის შინაარსი, იმიტომ რომ, საქართველომ უნდა მოიშოროს ჭირი და უბედურება, რომელსაც დღეს ქვეყანას სჭირს. ჭირსა და უბედურებას აქვს კონკრეტული სახელი - „ქართული ოცნება“ ივანიშვილით, კობახიძით, კალაძით და ყველა იმ ადამიანით, რომელიც ამ ბანდიტურ დაჯგუფებაში არის გაერთიანებული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics